
გლოვა იერემიასი 3:62 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემს მომხდურთა ბაგეები და ფიქრები ჩემ წინააღმდეგ არის მთელი დღე;
გლოვა იერემიასი 3:62 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:62 კონტექსტში
3:60შენ დაინახე მათი შური ჩემ მიმართ, მათი ზრახვები ჩემ წინააღმდეგ!
3:61შენ გაიგონე მათი გინება, უფალო, მათი ზრახვები ჩემ წინააღმდეგ!
3:62ჩემს მომხდურთა ბაგეები და ფიქრები ჩემ წინააღმდეგ არის მთელი დღე;
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:62
- ეზექიელი 36:3იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი ყოველის მხრიდან ნატრობენ თქვენს აოხრებას და შთანთქმას, რომ სამკვიდროდ დარჩეთ სხვა ხალხებს, რაკი სალაპარაკოდ და ხალხის საჭორაოდ ხართ გამხდარი,
- ფსალმუნები 140:3მოილესეს ენები გველივით, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. სელა.
- ფსალმუნები 59:12მათი პირის ცოდვა მათთა ბაგეთა ნალაპარაკევია; და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის.
- ფსალმუნები 59:7აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო.
- იერემია 18:18თქვეს: წამო, რამე ვიღონოთ იერემიას წინააღმდეგ; რადგან არ დაკარგვია რჯული მღვდელს, რჩევის უნარი ბრძენკაცს და სიტყვა წინასწარმეტყველს. წამო და ენით ვძლიოთ მას, რომ ყურს აღარ ვუგდებდეთ მის სიტყვებსო.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში