
ლევიანი 1:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაკლას ხბო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასელელთანაა.
ლევიანი 1:5 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 1:5 კონტექსტში
1:3თუ აღსავლენია მისი შესაწირავი, საღი ხარი შესწიროს; სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შესწიროს იგი უფლის წინაშე მისი წყალობის მოსაპოვებლად.
1:4დაადოს ხელი აღსავლენს თავზე და მიეცემა წყალობა, რომ შეენდოს ცოდვა.
1:5დაკლას ხბო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასელელთანაა.
1:6გაატყაონ აღსავლენი და წილობებად დაანაწილონ.
1:7დაანთონ ცეცხლი აარონიანმა მღვდლებმა სამსხვერპლოზე და შეშა დააწყონ ცეცხლზე.
პარალელური ადგილები: ლევიანი 1:5
- ლევიანი 1:11დაკლას იგი სამსხვერპლოს ჩრდილო მხარეს უფლის წინაშე და გარშემო ასხურონ აარონიანმა მღვდლებმა მისი სისხლი სამსხვერპლოს.
- ლევიანი 3:8დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა.
- ლევიანი 3:2დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა.
- ლევიანი 3:13დაადოს ხელი თავზე და დაკლას იგი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ აარონიანებმა.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:2უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!
- ებრაელთა მიმართ 12:24ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და სხურების სისხლს, აბელის სისხლზე უკეთ რომ მეტყველებს.
- ნეშტთა შორისა ბ 35:11ამსხვერპლეს პასექი. მღედლები ხელით ასხურებდნენ, ლევიანები კი ატყავებდნენ.
- გამოსვლა 29:16დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და ირგვლივ მოასხურე სამსხვერპლოს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 1
სრულად წაიკითხე: ლევიანი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში