
ლევიანი 13:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლევიანი 13:1 კონტექსტში
13:1ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
13:2თუ ვინმეს ტანზე სიმსივნე ან სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება და სხეულის კანზე კეთრის წყლულად გადაიქცევა, იგი აარონ მღვდელს ან ერთ-ერთ მის შვილს, მღვდელთაგანს უნდა მიუყვანონ.
13:3გასინჯავს მღვდელი მისი სხეულის კანზე წყლულს და თუ თმა წელულზე გათეთრებული აქვს, წყლულიც ღრმადა აქვს ჩამჯდარი კანში - ეს კეთრის წყლულია. გასინჯავს მას მღვდელი და უწმიდურად სცნობს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 13
სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში