
ლევიანი 13:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი სხეულის კანზე კეთრი შებერებული ყოფილა. მღვდელი მას უწმიდურად სცნობს და ჩაკეტავს, რადგან უწმიდურია იგი.
ლევიანი 13:11 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 13:11 კონტექსტში
13:9თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება, მღვდელს უნდა მიუყვანონ იგი.
13:10გასინჯავს მღვდელი და თუ კანზე სიმსივნე თეთრია, თმაც ამის გამოა გათეთრებული და დაწყლულებული ხორცი ცოცხალია,
13:11მისი სხეულის კანზე კეთრი შებერებული ყოფილა. მღვდელი მას უწმიდურად სცნობს და ჩაკეტავს, რადგან უწმიდურია იგი.
13:12თუ კეთრი გაეფურჩქნება კანზე და კეთრი დაუფარვს მთელ დაწყლულებულ კანს თავიდან ფეხებამდე, სადამდისაც მღვდლის თვალი გასწვდება.
13:13დაინახავს მღვდელი რომ კეთრმა დაუფარა მთელი სხეული, და წყლულს გაწმედილად სცნობს. თუ მთლიანად გათეთრებულია, გაწმედილია იგი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 13
სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში