
ლევიანი 13:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამონაყარის ადგილზე იქნება თეთრი სიმსივნე ან მოთეთრო-მოწითალო ლაქა, მღვდელს უნდა ეჩვენოს.
ლევიანი 13:19 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 13:19 კონტექსტში
13:17გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლული გათეთრებული აქვს, მღვდელი წყლულს განწმედილად სცნობს. განწმედილი იქნება იგი.
13:18თუ სხეულზე, კანზე გამოაჩნდება გამონაყარი და მოუშუშდება,
13:19გამონაყარის ადგილზე იქნება თეთრი სიმსივნე ან მოთეთრო-მოწითალო ლაქა, მღვდელს უნდა ეჩვენოს.
13:20გასინჯავს მას მღვდელი და თუ ეს აღმოჩნდა კანქვეშ და თმაც გათეთრებული აქვს, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია, გამონაყარზეა გაფურჩქნული.
13:21თუ მღვდელი დაინახავს, რომ თმა გათეთრებული არა აქვს, წყლული კანქვეშ არ არის და მკრთალია, მღვდელმა უნდა ჩაკეტოს იგი შვიდ დღეს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 13:19
განაგრძე კითხვა: ლევიანი 13
სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში