
ლევიანი 13:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ კაცს ან ქალს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება,
ლევიანი 13:29 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 13:29 კონტექსტში
13:27მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯავს მას და თუ კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია.
13:28თუ ლაქა ადგილზე დარჩა, არ გავრცელდა კანზე და მკრთალია, ეს სიდამწვრის სიმსივნეა. მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
13:29თუ კაცს ან ქალს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება,
13:30გასინჯავს მღვდელი წყლულს და თუ კანქვეშ ღრმად ჩანს, მასზე თმა გაყვითლებულია და შეთხელბული, მღვდელმა ისინი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს მუნია. ეს თავის ან ლოყის კეთრია.
13:31თუ მღვდელი გასინჯავს მუნის წყლულს და ის კანქვეშ ღრმად არ ჩანს და შავი თმაც არ არის მასზე, მღვდელმა შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 13:29
- მოციქულთა საქმენი 22:3მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი.
- მოციქულთა საქმენი 22:4სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებსაც.
- იოანე 16:2გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.
- იოანე 16:3ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე.
- მიქა 3:11მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ; უფალს ემყარებიან, ამბობენ: განა ჩვენ შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწევაო.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:11ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე,
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:12და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო.
- მათეს სახარება 13:14და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 13
სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში