გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ლევიანი 13:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლევიანი 13:32

მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯავს წყლულს და თუ მუნი არ არის გავრცელებული, თმაც არ არის მასზე გაყვითლებული და კანქვეშაც ღრმად არ ჩანს,

ლევიანი 13:32 · საქართველოს საპატრიარქო

ლევიანი 13:32 კონტექსტში

13:30გასინჯავს მღვდელი წყლულს და თუ კანქვეშ ღრმად ჩანს, მასზე თმა გაყვითლებულია და შეთხელბული, მღვდელმა ისინი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს მუნია. ეს თავის ან ლოყის კეთრია.

13:31თუ მღვდელი გასინჯავს მუნის წყლულს და ის კანქვეშ ღრმად არ ჩანს და შავი თმაც არ არის მასზე, მღვდელმა შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი.

13:32მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯავს წყლულს და თუ მუნი არ არის გავრცელებული, თმაც არ არის მასზე გაყვითლებული და კანქვეშაც ღრმად არ ჩანს,

13:33იგი უნდა გაიპარსოს, ოღონდ მუნიანი ადგილი არ უნდა მოპარსონ, მღვდელმა კიდევ შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი.

13:34მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯაავს მუნს; თუ მუნი არ გავრცელებულა, და კანქვეშ ღრმად არ ჩანს, მღვდელმა იგი გაწმიდავებულად უნდა სცნოს. ტანისამოსი გაირეცხოს და გაწმიდავებული იქნება.

პარალელური ადგილები: ლევიანი 13:32

განაგრძე კითხვა: ლევიანი 13

სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში