
ლევიანი 14:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღებს მღვდელი ზეთს და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე.
ლევიანი 14:15 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 14:15 კონტექსტში
14:13დაკლავს ბატკანს იმ ადგილზე, სადაც იკვლის ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი, წმიდა ადგილზე, რადგან როგორც ცოდვის გამოსასყიდი, ასევე დანაშაულის გამოსასყიდიც მღვდელს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა.
14:14აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს მღვდელი გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
14:15აიღებს მღვდელი ზეთს და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე.
14:16ჩააწობს მღვდელი მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და ასხურებს ზეთს თავისი თითიდან შვიდგზის უფლის წინაშე.
14:17დანარჩენ ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, მღვდელი სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლი სცხია.
პარალელური ადგილები: ლევიანი 14:15
- ფსალმუნები 45:7შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.
- იოანე 3:34რადგან ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმრთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:20თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 14
სრულად წაიკითხე: ლევიანი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში