
ლევიანი 14:44 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მღვდელი უნდა მივიდეს და დაათვალიეროს: თუ წყლული მოდებულია სახლში, ეს მწვავე კეთრია. უწმიდურია იგი.
ლევიანი 14:44 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 14:44 კონტექსტში
14:42აიღონ ახალი ქვები და ჩააწყონ იმ ქვების ნაცვლად, მოიტანონ ახალი ბათქაში და შელესონ სახლი.
14:43თუ წყლული ისევ გაჩნდება და აყვავდება სახლში მას შემდეგ, რაც ქვები გამოყარეს, სახლი გაფხიკეს და შელესეს,
14:44მღვდელი უნდა მივიდეს და დაათვალიეროს: თუ წყლული მოდებულია სახლში, ეს მწვავე კეთრია. უწმიდურია იგი.
14:45უნდა დაანგრიონ სახლი, ქვები, ძელები და სახლის მთელი ბათქაში და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გაიტანონ.
14:46თუ ვინმე შევა სახლში მას შემდეგ, რაც გამოკეტილია, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
პარალელური ადგილები: ლევიანი 14:44
- ლევიანი 13:51მეშვიდე დღეს გასინჯავს წყლულს; თუ წყლული გადავიდა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავზე, რაიმე ნივთზე, რაც ტყავისგან არის დამზადებული, ეს გამიზეზებული კეთრია. უწმიდური წყლულია.
- ლევიანი 13:52უნდა დაწვას ტანისამოსი ან მატყლის ან სელის ქსელი. ან ტყავის ნივთი, რომელზეც წყლული იყო; რადგან გამიზეზებული კეთრია იგი; ცეცხლში უნდა დაიწვას.
- ზაქარია 5:4გამოვიხმე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 14
სრულად წაიკითხე: ლევიანი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში