
ლევიანი 15:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ქალი წიდოვანი არ არის და დიდი ხნის განმავლობაში სდის სისხლი ან გამონადენი აქვს წიდოვანების ვადაზე მეტ ხანს, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც გამონადენი აქვს, წიდოვნად ჩაითვლება, გაუწმიდურებულია.
ლევიანი 15:25 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 15:25 კონტექსტში
15:23თუ რამე იდება საწოლზე ან საგანზე, რაზეც ის წევს, და ამას ვინმე შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
15:24თუ ქმარი დაწვება მასთან, ქალი კი ამ დროს წიდოვანია, შვიდ დღეს გაუწმიდურებული იქნება; საწოლი, რომელზედაც წევს, ისიც გაუწმიდურებულია.
15:25თუ ქალი წიდოვანი არ არის და დიდი ხნის განმავლობაში სდის სისხლი ან გამონადენი აქვს წიდოვანების ვადაზე მეტ ხანს, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც გამონადენი აქვს, წიდოვნად ჩაითვლება, გაუწმიდურებულია.
15:26ყოველი საწოლი, სადაც იგი დაწვება გამონადენობის დროს, უწმიდურია, როგორც წიდოვნობის დროს არის. ყოველი საგანი, რაზეც დაჯდება, გაუწმიდურებული იქნება, როგორც წიდოვნობის დროს არის გაუწმიდურებული.
15:27ყველა, ვინც კი მათ მიეკარება, გაუწმიდურებულია. ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
პარალელური ადგილები: ლევიანი 15:25
- მათეს სახარება 9:20და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას.
- ლუკას სახარება 8:43ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა,
- მარკოზის სახარება 5:25ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა,
- ლევიანი 15:19თუ ქალს გამონადენი აქვს, სისხლი სდის სხეულიდან, შვიდ დღეს წიდოვნებაშია, ვინც კი შეეხება მას, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
- ლევიანი 15:24თუ ქმარი დაწვება მასთან, ქალი კი ამ დროს წიდოვანია, შვიდ დღეს გაუწმიდურებული იქნება; საწოლი, რომელზედაც წევს, ისიც გაუწმიდურებულია.
- მარკოზის სახარება 7:20და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.
- მარკოზის სახარება 7:23ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 15
სრულად წაიკითხე: ლევიანი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში