
ლევიანი 15:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ გამონადენიანი გაწმიდავებულს მიაფურთხებს, ამან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
ლევიანი 15:8 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 15:8 კონტექსტში
15:6ვინც დაჯდება ნივთზე, რომელზეც გამონადენიანი იჯდა, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება.
15:7ვინც გამონადენიანის სხეულს შეეხება, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
15:8თუ გამონადენიანი გაწმიდავებულს მიაფურთხებს, ამან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
15:9ყოველი ურემი, რომელზედაც გამონადენიანი იჯდა, უწმიდურია.
15:10ყველა, ვინც კი მიეკარება რაიმესა რაც მის ქვეშ არის, გაუწმიდურებულია საღამომდე; ხოლო მისმა მტვირთველმა ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
პარალელური ადგილები: ლევიანი 15:8
- იუდას ეპისტოლე 1:4ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.
- გალატელთა მიმართ 1:8მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.
- გალატელთა მიმართ 1:9რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს.
- ტიტეს მიმართ 1:9სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება.
- ტიტეს მიმართ 1:10რადგან ბევრია ურჩიც, ფუჭად მოლაყბეც და გონების მაცდურიც, მეტწილად წინადაცვეთილთაგან,
- ესაია 1:16განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა.
- ტიმოთეს მიმართ ა 4:1ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას
- ტიმოთეს მიმართ ა 4:3რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 15
სრულად წაიკითხე: ლევიანი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში