
ლევიანი 16:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არცერთი კაცი არ უნდა იმყოფებოდეს სადღესასწაულო კარავში, როცა იგი საწმიდარის განსაწმედად არის შესული. განწმედს საკუთარ თავს, თავის სახლს და მთელს ისრაელის კრებულს.
ლევიანი 16:17 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 16:17 კონტექსტში
16:15დაკლას ხალხის ცოდვის გამოსასყიდი ვაცი და შეიტანოს მისი სისხლი კრეტსაბმელის იქით, და იხმაროს მისი სისხლი, როგორც ხბოს სისხლი იხმარა. დაასხუროს იგი თავსარქველზე და თავსარქველის წინ.
16:16განწმედს საწმიდარს ისრაელიანთა უწმიდურობისგან და შეცოდებისგან და ყოველი ცოდვისაგან. ასე უნდა მოიქცეს სადღესასწაულო კარვის მიმართ, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურობათა შორის.
16:17არცერთი კაცი არ უნდა იმყოფებოდეს სადღესასწაულო კარავში, როცა იგი საწმიდარის განსაწმედად არის შესული. განწმედს საკუთარ თავს, თავის სახლს და მთელს ისრაელის კრებულს.
16:18გავა სამსხვერპლოსთან, უფლის წინაშე რომ არის, და გაწმედს მას. აიღებს ხბოს სისხლს და ვაცის სისხლს და სამსხვერპლოს რქებზე დადებს ირგვლივ.
16:19ასხურებს მას სისხლს თავისი თითით შვიდგზის, გაასუფთავებ!ა და გააწმიდავებს მას ისრაელიანთა უწმიდურობისგან.
პარალელური ადგილები: ლევიანი 16:17
- ლევიანი 16:10ხოლო ვაცი, რომელსაც განტევებაზე ხვდა წილი, ცოცხლად დაუყენოს უფალს, რათა შეუნდოს მას და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში.
- ლევიანი 16:11მიიყვანოს აარონმა თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო და გაწმიდოს საკუთარი თავი და თავისი სახლი და დაკლას თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო.
- გამოსვლა 34:3კაციშვილი არ ამოგყვეს, კაციშვილი არ გამოჩნდეს მთაზე, არც ცხვარი, არც ძროხა არ უნდა ძოვდეს ამ მთის წინ.
- ესაია 53:6ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება.
- ლუკას სახარება 1:10ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას.
- მოციქულთა საქმენი 4:12სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.
- ტიმოთეს მიმართ ა 2:5რადგანაც ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო,
- ებრაელთა მიმართ 9:7მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი თავისა და ხალხის ცთომილებათა გამო.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 16
სრულად წაიკითხე: ლევიანი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში