
ლევიანი 17:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ელაპარაკე აარონს, მის შვილებს, მთელს ისრაელობას და უთხარი ეს სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა:
ლევიანი 17:2 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 17:2 კონტექსტში
17:1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
17:2ელაპარაკე აარონს, მის შვილებს, მთელს ისრაელობას და უთხარი ეს სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა:
17:3თუ ვინმე ისრაელიანთაგანი ან ხარს, ან ცხვარს, ან თხას ბანაკში დაკლავს ან ბანაკის გარეთ დაკლავს,
17:4სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს, რომ უფლის სავანესთან შესწიროს უფალს, ამ კაცს სისხლი მიეკითხება. მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 17
სრულად წაიკითხე: ლევიანი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში