
ლევიანი 18:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ აჰხადო სიშიშვლე შენს რძალს; შენი ვაჟის ცოლია იგი; არ აჰხადო მას სიშიშვლე.
ლევიანი 18:15 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 18:15 კონტექსტში
18:13არ აჰხადო სიშიშვლე დედაშენის დას, რადგან დედაშენის სისხლი და ხორცია იგი.
18:14არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ძმას; ნუ მიეკარები მის ცოლს; შენი ბიცოლაა იგი.
18:15არ აჰხადო სიშიშვლე შენს რძალს; შენი ვაჟის ცოლია იგი; არ აჰხადო მას სიშიშვლე.
18:16არ აჰხადო სიშიშვლე შენი ძმის ცოლს; შენი ძმის სიშიშვლეა ეს.
18:17არ აჰხადო სიშიშვლე ცოლსა და მის ასულს; არ ითხოვო მისი ვაჟის ასული და მისი ქალიშვილის ასული სიშიშვლის ასახდელად; სისხლი და ხორცნი არიან ისინი. ეს გარყვნილებაა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 18:15
- ლევიანი 20:12ვინც თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ. სისაძაგლე აქვთ ჩადენილი. მათზეა მათი სისხლი.
- შესაქმე 38:26იცნო იუდამ და თქვა: ვტყუივარ ამ ქალთან, რომ არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ვაჟს. ამის მერე აღარ შესულა იუდა თამართან.
- ეზექიელი 22:11ზოგი თავის მოყვასის ცოლთან სისაძაგლეს სჩადის და ზოგი თავის რძალს აუპატიურებს გარყვნილებით, ზოგიც თავის დასთან, თავისი მამის ასულთან, ძალადობს თქვენში.
- შესაქმე 38:18უთხრა იუდამ: რა მოგცე წინდად? უთხრა ქალმა: ეგ ბეჭედი, ეგ თასმა და ეგ არგანი, ხელში რომ გიჭირავს. მისცა იუდამ და შევიდა მასთან. დაორსულდა მისგან ქალი.
- შესაქმე 38:19ადგა ქალი და წავიდა; გადაიძრო მოსასხამი და კვლავ ქვრივის სამოსელი ჩაიცვა.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 18
სრულად წაიკითხე: ლევიანი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში