
ლევიანი 18:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წიდოვნების დროს არ მიეკარო ცოლს სიშიშვლის ასხდელად.
ლევიანი 18:19 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 18:19 კონტექსტში
18:17არ აჰხადო სიშიშვლე ცოლსა და მის ასულს; არ ითხოვო მისი ვაჟის ასული და მისი ქალიშვილის ასული სიშიშვლის ასახდელად; სისხლი და ხორცნი არიან ისინი. ეს გარყვნილებაა.
18:18არ ითხოვო შენი ცოლისდა ერთმანეთის სამტროდ, რომ ხდიდე მას სიშიშვლეს მის გვერდით მთელი მისი სიცოცხლე.
18:19წიდოვნების დროს არ მიეკარო ცოლს სიშიშვლის ასხდელად.
18:20არ შეეყო თესლით შენი ახლობელის ცოლს, გაგაუწმიდურებს.
18:21შენი თესლიდან არავინ მისცე მოლოქის ცეცხლში გასატარებლად, არ შეაგინო შენი ღვთის სახელი. მე მარ უფალი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 18:19
- ლევიანი 20:18ვინც წიდოვან ქალთან დაწვება და სიშიშვლეს გამოუჩენს, კაცი სადინელს გაუშიშვლებს და ქალი სისხლის სადინელს გამოაჩენს, ორივენი უნდა მოიკვეთონ თავისი ხალხის წიაღიდან.
- ლევიანი 15:24თუ ქმარი დაწვება მასთან, ქალი კი ამ დროს წიდოვანია, შვიდ დღეს გაუწმიდურებული იქნება; საწოლი, რომელზედაც წევს, ისიც გაუწმიდურებულია.
- ეზექიელი 22:10მამის სიშიშვლეს ააშკარავებენ თქვენში, მირეულ ქალთან ძალადობენ თქვენში;
- ეზექიელი 18:6არ ჭამს მთებზე შეწირულს და ისრაელის კერპებს თვალს არ აპყრობს, მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს და თავის მირეულ ცოლს არ ეკარება;
- ლევიანი 15:19თუ ქალს გამონადენი აქვს, სისხლი სდის სხეულიდან, შვიდ დღეს წიდოვნებაშია, ვინც კი შეეხება მას, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
- ლევიანი 12:2ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია იგი. როგორც წიდოვანების დროს, ისე უწმიდურდება.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 18
სრულად წაიკითხე: ლევიანი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში