
ლევიანი 18:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი; ადამიანი, რომელიც მათ აღასრულებს, ცოცხალი იქნება მათი წყალობით. მე ვარ უფალი.
ლევიანი 18:5 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 18:5 კონტექსტში
18:3ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ეგვიპტეში, სადაც თქვენ ცხოვრობდით. ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ქანაანის ქვეყანაში, სადაც მიმყავხართ; ნუ მიჰყვებით მათ წესებს.
18:4ჩემი სამართალი აღასრულეთ და ჩემი წესები დაცავით, მათ მიჰყევით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
18:5დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი; ადამიანი, რომელიც მათ აღასრულებს, ცოცხალი იქნება მათი წყალობით. მე ვარ უფალი.
18:6არავინ დაუახლოვდეს თავის ხორცით ნათესავს მისი სიშიშვლის ასახდელად. მე ვარ უფალი.
18:7არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენს და დედაშენს; დედაა შენი, არ აჰხადო მას სიშიშვლე.
პარალელური ადგილები: ლევიანი 18:5
- ეზექიელი 20:11მივეცი ჩემი წესები და გამოვუცხადე ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ ცოცხალი დარჩეს.
- რომაელთა მიმართ 10:5მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“.
- გალატელთა მიმართ 3:12ხოლო რჯული რწმენით როდია, არამედ ვინც მას აღასრულებს, მისითვე იცოცხლებს.
- ლუკას სახარება 10:28უთხრა მას: სწორად მიპასუხე; ეგრე მოიქეცი და ცხონდები.
- ეზექიელი 20:21მაგრამ ამიჯანყდნენ შვილები, ჩემს წესებს არ მიჰყვებოდნენ, არ იცავდნენ და არ ასრულებდნენ ჩემს სამართალს, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ იცოცხლოს, და შელახეს ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ მათზე ჩემს რისხვას და მათზე მოვიკლავ-მეთქი ჩემს ბრაზს უდაბნოში;
- ეზექიელი 20:13მაგრამ ამიჯანყდა ისრაელის სახლი უდაბნოში, არ მიჰყვებოდა ჩემს წესებს და შეიძულა ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეესრულებინა, რომ ეცოცხლა; და შელახა მეტისმეტად ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ-მეთქი მათზე რისხვას უდაბნოში მათ დასაღუპად.
- გამოსვლა 6:2ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი.
- გამოსვლა 6:6ამიტომ ამცნე ისრავლიანებს: მე ვარ უფალი, მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა კირთებისგან, მე გაგათავისუფლებთ მათი მონობისგან, მე გიხსნით შემართული მკლავით და დიდი სასჯელების ძალით.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 18
სრულად წაიკითხე: ლევიანი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში