
ლევიანი 19:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენ შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
ლევიანი 19:34 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 19:34 კონტექსტში
19:32ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი!
19:33თუ დაგიდგება მდგმურად ვინმე თქვენს ქვეყანაში, ნუ შეავიწროვებ მას.
19:34როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენ შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
19:35ნუ იცრუებთ ნურც სასამართლოზე, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში.
19:36სწორი სასწორი, სწორი საწონები, სწორი ეფა, სწორი პინი უნდა გქონდეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.
პარალელური ადგილები: ლევიანი 19:34
- მეორე სთვლისაება 10:19გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
- ლევიანი 19:18ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი!
- გამოსვლა 12:48თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და დააპირა საუფლო პასექის გამზადება, წინდააცვეთინე მის ყოველ მამაკაცს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულოს წესი და ქვეყნის მკვიდრად შეირაცხება იგი. წინადაუცვეთელმა არ უნდა ჭამოს.
- გამოსვლა 12:49ერთი რჯული ექნეს მკვიდრსა და მდგმურს, თქვენ შორის რომ დგას.
- მათეს სახარება 5:43თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 19
სრულად წაიკითხე: ლევიანი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში