
ლევიანი 20:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი.
ლევიანი 20:10 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 20:10 კონტექსტში
20:8დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.
20:9ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი.
20:10ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი.
20:11ვინც მამის ცოლთან დაწვება, თავის მამას სიშიშვლეს ახდის, ორივენი უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.
20:12ვინც თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ. სისაძაგლე აქვთ ჩადენილი. მათზეა მათი სისხლი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 20:10
- იოანე 8:4და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით;
- იოანე 8:5მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი?
- მეორე სთვლისაება 22:22თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას: ქალთან მწოლარე კაციცა და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
- მეორე სთვლისაება 22:24გაიყვანონ ორივენი ამ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლონ სასიკვდილოდ - ყმაწვილი ქალი იმის გამო, რომ ხმა არ გაიღო ქალაქში, კაცი კი იმის გამო, რომ ძალა იხმარა მოყვასის ცოლზე. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
- მეორე სთვლისაება 5:18არ იმრუშო,
- ლევიანი 18:20არ შეეყო თესლით შენი ახლობელის ცოლს, გაგაუწმიდურებს.
- გამოსვლა 20:14არ იმრუშო.
- მეფეთა ბ 12:13უთხრა დავითმა ნათანს: შევცოდე უფალს. უთხრა ნათანმა დავითს: უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 20
სრულად წაიკითხე: ლევიანი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში