
ლევიანი 21:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავისი ღვთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია ჭამოს.
ლევიანი 21:22 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 21:22 კონტექსტში
21:20არც კუზიანს, არც დამჭლევებულს. არც თვალლიბრიანს, არც მუნიანს, არც ქეციანს, არც კვერცხებჩაჭყლეტილს,
21:21არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს აარონ მღვდლის შთამომავლობაში, არა აქვს უფლება უფლის საცეცხლო მსხვერპლის შეწირვისა; ნაკლია მასში. არა აქვს უფლება თავისი ღვთის პურის შეწირვისა.
21:22თავისი ღვთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია ჭამოს.
21:23ოღონდ კრეტსაბმელთან ვერ მივა და სამსხვერპლოს ვერ მიეკარება, რადგან ნაკლი აქვს. არ უნდა წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
21:24ელაპარაკა მოსე აარონს, მის შვილებს და მთელს ისრაელობას.
პარალელური ადგილები: ლევიანი 21:22
- ლევიანი 2:3რაც ამ შესაწირავს მორჩება, აარონსა და მის შვილებს ეკუთვნის; ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
- რიცხვთა 18:9აი, რა გეკუთვნის წმიდათა წმიდადან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი შესაწირავი და ყოველი მათი ძღვენი, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი ყოველი მსხვერპლი, რასაც მე მიხდიან, წმიდათა წმიდაა შენთვის და შენი შვილებისათვის.
- რიცხვთა 18:10წმიდათა წმიდაში ჭამეთ იგი, მხოლოდ მამაკაცებმა ჭამონ, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის.
- ლევიანი 6:16რაც დარჩება, აარონმა და მისმა შვილებმა შეჭამონ. უფუვრად უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე, სადღესასწაულო კარვის ეზოში უნდა შეჭამონ.
- ლევიანი 6:17საფუარიანი არ უნდა გამოცხვეს. ამას ვაძლევ მათ წილად საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს წმიდათა წმიდაა, როგორც ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი.
- კორინთელთა მიმართ ა 9:13ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?
- ლევიანი 24:8შაბათობით უნდა ჰქონდეთ დაწყობილი მუდმივად უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო აღთქმა ისრაელიანთაგან.
- ლევიანი 24:9აარონისთვის და მისი შვილებისთვის უნდა იყოს. ჭამონ იგი წმიდა ადგილას, რადგან წმიდათა წმიდაა იგი მათთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს არის სამარადისო წესი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 21
სრულად წაიკითხე: ლევიანი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში