
ლევიანი 21:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ან ქალწული და, ან ახლობელი ქალი, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიბინძუროს თავი.
ლევიანი 21:3 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 21:3 კონტექსტში
21:1უთხრა უფალმა მოსეს: გამოუცხადე მღვდლებს, აარონის შვილებს, და უთხარი მათ: არავინ გაიბინძუროს თავი თავის ხალხში მკვდრის შეხებით.
21:2თუ სისხლით ნათესავია - დედა ან მამა, ვაჟი ან ძმა,
21:3ან ქალწული და, ან ახლობელი ქალი, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიბინძუროს თავი.
21:4ქმარმა არ უნდა გაიბინძუროს თავი თავის სალხში, რომ არ წაიბილწოს.
21:5თავს ნუ გადაიკრეჭენ, ღაწვებზე თმას ნუ მოიპარსავენ, ტანზე ნაკაწრებს ნუ გაიკეთებენ.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 21
სრულად წაიკითხე: ლევიანი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში