
ლევიანი 22:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როდესაც სამადლობელ მსხვერპლს უკლავთ უფალს, თქვენს დასამწყალობნებლად დაკალით.
ლევიანი 22:29 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 22:29 კონტექსტში
22:27როცა გაჩნდება ხბო, ან ბატკანი, ან ციკანი, შვიდ დღეს დედასთან ამყოფეთ; რვა დღის შემდეგ უკვე ივარგებს საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის.
22:28არ დაკლათ ძროხა, ან ცხვარი, ან თხა, ერთ დღეს თვის ნაშიერთან ერთად.
22:29როდესაც სამადლობელ მსხვერპლს უკლავთ უფალს, თქვენს დასამწყალობნებლად დაკალით.
22:30იმავე დღეს უნდა შეჭამოთ, დილამდე არ მოირჩინოთ. მე ვარ უფალი.
22:31დაიცავით ჩემი ბრძანებები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 22:29
- ფსალმუნები 107:22შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით.
- ფსალმუნები 116:17შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ.
- ამოსი 4:5შესწირეთ სამადლობელი მსხვერპლი საფუვრიანიდან, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ; რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო, ამბობს უფალი ღმერთი.
- ლევიანი 7:12თუ მადლობისთვის სწირავს, უნდა შესწიროს ზეთში აზელილი უსაფუარო ნამცხვრები, ზეთწაცხებული უფუარი კვერები, გამტკიცული ფქვილი და ზეთში აზელილი. ნამცხვრები.
- ლევიანი 7:15სამადლობელის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭმოს; დილისთვის არ უნდა დარჩეს.
- ებრაელთა მიმართ 13:15ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.
- ოსეა 14:2შეიგონეთ სიტყვები და მიიქეცით უფლისკენ. უთხარით, სრულიად აგვხადე-თქო უკეთურება, მიითვალე სიკეთე და ხბოების ნაცვლად ჩვენს ბაგეებს შემოგწირავთ-თქო მსხვერპლად.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:5როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 22
სრულად წაიკითხე: ლევიანი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში