
ლევიანი 23:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არაფერი საქმე არ აკეთოთ ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა იგი, რათა მიგეტევოთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე.
ლევიანი 23:28 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 23:28 კონტექსტში
23:26ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
23:27ამავე მეშვიდე თვის მეათე დღეს შენდობის დღეა, წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. დაიმდაბლეთ თავი და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს.
23:28არაფერი საქმე არ აკეთოთ ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა იგი, რათა მიგეტევოთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე.
23:29ვინც ამ დღეს თავს არ დაიმდაბლებს, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
23:30ვინც ამ დღეს რაიმე საქმეს გააკეთებს, გადავაშენებ მას თავისი ხალხიდან.
პარალელური ადგილები: ლევიანი 23:28
- ლევიანი 16:34იყოს ეს თქვენთვის სამარადისო წესად - რომ შეენდოთ ისრაელიანებს თავიანთი ცოდვები წელიწადში ერთხელ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- ზაქარია 3:9რადგან, აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე; აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს.
- ებრაელთა მიმართ 10:10სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.
- ებრაელთა მიმართ 9:26თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო აწ ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაექარწყლებინა ცოდვა.
- ებრაელთა მიმართ 10:14რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:6ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება.
- ესაია 53:10უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:2ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 23
სრულად წაიკითხე: ლევიანი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში