
ლევიანი 24:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლევიანი 24:17 კონტექსტში
24:15ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც თავის ღმერთს ლანძღავს, ცოდვას იდებს.
24:16უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს.
24:17ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
24:18პირუტყვის მკვლელმა სული სულის წილ უნდა ზღოს.
24:19ვინც რამე ზიანს მიაყენებს თავის თვისტომს, მასაც ისევე უნდა მოექცნენ, როგორც თავად მოიქცა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 24:17
- შესაქმე 9:5მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს.
- შესაქმე 9:6ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი.
- მეორე სთვლისაება 19:11მაგრამ თუ ვინმე მტრობს თავის მოყვასს, ჩაუსაფრდება, დაეცემა, სასიკვდილოდ დაჰკრავს მას, მოკლავს და მერე თავს შეაფარებს ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს,
- მეორე სთვლისაება 19:12მისი ქალაქის უხუცესობამ უნდა გამოაყვანინოს იქიდან და გადასცეს მესისხლეს, რომ მოკლან.
- მეორე სთვლისაება 27:24წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
- რიცხვთა 35:30ყოველი მკვლელი მოწმეთა ჩვენებით უნდა მოიკლას, ერთი მოწმის მხილებით კაცს სიკვდილით ვერ დასჯიან.
- რიცხვთა 35:31ნუ აიღებთ გამოსასყიდს მკვლელის გამოსახსნელად, რომელიც სასიკვდილოა, რადგან სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
- გამოსვლა 21:12თუ კაცმა ცემით მოკლა კაცი, თავადაც უნდა მოკვდეს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 24
სრულად წაიკითხე: ლევიანი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში