
ლევიანი 25:48 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოხსნა. ერთ-ერთი მისი მოძმეთაგანი გამოიხსნის მას;
ლევიანი 25:48 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 25:48 კონტექსტში
25:46დაუტოვეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი. მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით.
25:47თუ შეძლებული გახდა შენთან მყოფი მდგმური ან ხიზანი, შენი მოძმე კი გაღარიბდა და შენთან მყოფ მდგმურს ან ხიზანს ან მდგმურის საგვარეულოს ნაშიერს მიეყიდა,
25:48მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოხსნა. ერთ-ერთი მისი მოძმეთაგანი გამოიხსნის მას;
25:49ან ბიძა, ან ბიძაშვილი გამოიხსნის მას; ან მისი სისხლით ნათესავი მისი საგვარეულოდან გამოიხსნის ან თუ სახსარი აქვს, თავად გამოიხსნას თავი.
25:50გაუსწოროს ანგარიში თავის მყიდველს იმ წლიდან, რაც მიეყიდა მას, ზეიმის წლამდე. მისთვის გადახდილი ვერცხლი წლების კვალობაზე უნდა დაუბრუნოს და დღიური ქირით იმუშავებს მასთან.
პარალელური ადგილები: ლევიანი 25:48
- ებრაელთა მიმართ 2:11ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ,
- ებრაელთა მიმართ 2:13ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“.
- ნეემია 5:5ახლა, ჩვენს მოძმეთ ისეთივე ხორცი აქვთ, როგორც ჩვენ, მათ ისეთივე ვაჟები ჰყავთ, როგორიც ჩვენ. ჩვენი ვაჟები და ასულები მონებად უნდა მივცეთ, ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი კი უკვე დამონებულია, ძალა აღარა გვაქვს ხელებში. ჩვენი ყანები და ვენახები სხვებს ეკუთვნის.
- ლევიანი 25:35თუ შენი მოძმე გაღარიბდება და შენს თვალწინ გაჭირვებაში ჩავარდება, შეეშველე მას, მდგმური იქნება თუ ხიზანი, და იცხოვროს შენთან.
- გალატელთა მიმართ 4:4მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს.
- გალატელთა მიმართ 4:5რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა.
- ლევიანი 25:25თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის სამკვიდრებელს გაჰყიდის, მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს თავისი მოძმის გაყიდული.
- ნეემია 5:8და ვუთხარი: წარმართებს მიყიდული ჩვენი იუდაელი მოძმენი გამოვისყიდეთ, რამდენადაც შეგვეძლო თქვენ კი საკუთარ ძმებს ყიდით და ჩვენ გვეყიდებიან ისინი. ისინი კი დუმდნენ, სიტყვას ვერ პოულობდნენ.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 25
სრულად წაიკითხე: ლევიანი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში