
ლევიანი 25:54 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ამ გზით ვერ გამოიხსნის თავს, ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს თავის ბავშვებიანად.
ლევიანი 25:54 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 25:54 კონტექსტში
25:52თუ ზეიმის წლამდე ცოტა წელია დარჩენილი, იანგარიშოს და წლების კვალობაზე დაუბრუნოს გამოსახსნელი.
25:53ქირისკაცად უნდა დარჩეს მასთან ამ წლების განმავლობაში. არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ.
25:54თუ ამ გზით ვერ გამოიხსნის თავს, ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს თავის ბავშვებიანად.
25:55რადგან ჩემი ყმები არიან ისრაელიანები, ჩემი ყმები არიანი ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 25:54
- გამოსვლა 21:2თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს.
- გამოსვლა 21:3თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს.
- ესაია 49:9გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი.
- ესაია 49:25ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: რომც წაერთვას ტყვე ძლიერს და ნადავლი წაუვიდეს ძალმომრეს, გამოგესარჩლები შენს მოსარჩლესთან და შენს შვილებს გადავარჩენ.
- ლევიანი 25:40ქირისკაცივით, ხიზანივით უნდა იყოს შენთან ზეიმის წლამდე იმუშაოს შენთან.
- ლევიანი 25:41მერე კი წავიდეს შენგან თავის ბავშვებიანად და დაუბრუნდეს თავის სანათესაოს, თავისი მამა-პაპის სამკვიდრებელში დაბრუნდეს.
- ესაია 52:3რადგან ასე ამბობს უფალი: მუქთად იყავით გაყიდულნი და უსასყიდლოდ გამოისყიდებით.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 25
სრულად წაიკითხე: ლევიანი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში