
ლევიანი 26:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას,
ლევიანი 26:15 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 26:15 კონტექსტში
26:13მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად არ დარჩენილიყავით; დავწყვიტე თქვენი უღლის აპეურები და შემართულნი წამოგიყვანეთ.
26:14თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს,
26:15თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას,
26:16მაშინ ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ.
26:17პირს ვიზამ თქვენკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
პარალელური ადგილები: ლევიანი 26:15
- მეორე სთვლისაება 31:16უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიძინებ შენს მამა-პაპასთან, ეს ხალხი კი ადგება და აეკიდება უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელშიც შედის, დამივიწყებს და დაარღვევს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას.
- ეზექიელი 16:59რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა შეიძულე ფიცი და გატეხე აღთქმა.
- ზაქარია 7:11მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, წამოსწიეს ჯიუტი მხრები და ყურები დაიმძიმეს, რომ არ ესმინათ;
- ზაქარია 7:13და როგორც ის უხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე არ ისმინა მათი, როცა უხმობდნენ მას, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- ესაია 24:5წაიბილწა მიწა მის მკვიდრთა ქვეშ, რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღვიეს კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა.
- იერემია 11:10კვლავ მიუბრუნდნენ უკეთურებებს მათი მამა-პაპისა, რომელთაც არ სურდათ ჩემი სიტყვების გაგონება; წაჰყვნენ სხვა ღმერთებს თაყვანისსაცემად. დაარღვიეს ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა ჩემი აღთქმა, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას.
- რიცხვთა 15:31რადგან არად ჩააგდო უფლის სიტყვა და მისი მცნება დაარღვია, უნდა მოიკვეთოს იგი, დამნაშავეა.
- იერემია 31:32არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვივს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 26
სრულად წაიკითხე: ლევიანი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში