
ლევიანი 27:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ სწირავს უფალს თავის ნაყიდ ყანას, რომელიც მისი წილი ყანებიდან არ არის,
ლევიანი 27:22 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 27:22 კონტექსტში
27:20თუ არ გამოისყიდის ყანას და სხვა კაცს მიეყიდება, ვეღარ გამოისყიდის.
27:21როცა ყანა გასულია ზეიმის წელს, ის უფლის წმიდაა, როგორც დარისხებული ყანა; მღვდლის საკუთრება უნდა იყოს.
27:22თუ სწირავს უფალს თავის ნაყიდ ყანას, რომელიც მისი წილი ყანებიდან არ არის,
27:23უანგარიშოს მღვდელმა საფასურის რაოდენობა ზეიმის წლამდე და ეს კაცი იმდღესვე გადაიხდის საფასურს, როგორც საწმიდარს უფლისთვის.
27:24ზეიმის წელს ყანა დაუბრუნდება მას, ვისგანაც ნაყიდი იყო, ვისაც მიწის ნაკვეთი ეკუთვნის.
პარალელური ადგილები: ლევიანი 27:22
- ლევიანი 25:25თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის სამკვიდრებელს გაჰყიდის, მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს თავისი მოძმის გაყიდული.
- ლევიანი 25:10წმიდაჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ-თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით, თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 27
სრულად წაიკითხე: ლევიანი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში