
ლევიანი 4:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ თავკაცი ვინმე შესცოდავს - უფლის, თავისი ღვთის აკრძალულს რასმე ჩაიდენს უნებურად და დააშავებს,
ლევიანი 4:22 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 4:22 კონტექსტში
4:20გაამზადოს ეს ხბო, როგორც ცოდვის გამოსასყიდი ხბო გაამზადა; ასი გაამზადოს და შენდობას გამოითხოვს მათთვის მღვდელი და მიეტევებათ მათ.
4:21გაიტანოს ხბო ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც ის წინანდელი ხბო დაწვა. ეს არის კრებულის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი.
4:22თუ თავკაცი ვინმე შესცოდავს - უფლის, თავისი ღვთის აკრძალულს რასმე ჩაიდენს უნებურად და დააშავებს,
4:23მერე მიხვდება თავის ცოდვას, რაც ჩაიდინა, - მამალი, საღი თხა მიიყვანოს შესაწირავად.
4:24დაადოს თხას თავზე ხელი და დაკლას იმ ადგილზე, სადაც აღსავლენი იკვლება უფლის წინაშე. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 4:22
- ლევიანი 4:2ასე უთხარი ისრაელიანებს: თუ ვინმე უნებურად შესცოდავს და დაარღვევს უფლის მცნებებს, აკრძალულს რასმე ჩაიდენს,
- ლევიანი 4:13თუ მთელმა ისრაელის საზოგადოებამ შესცოდა უნებურად და ეს საქმე დაიფარება კრებულის თვალთაგან, უფლისაგან აკრძალულს გააკეთებენ და დააშავებენ,
- ლევიანი 4:27თუ ვინმე უბრალო ხალხიდან უნებურად შესცოდავს, უფლისგან აკრძალულს რასმე ჩაიდენს და დააშავებს,
- მეფეთა ბ 24:10გულმა დაჰკრა დავითს მას შემდეგ, რაც აღრიცხა ერი. უთხრა დავითმა უფალს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.
- მეფეთა ბ 24:17უთხრა დავითმა უფალს ხალხის გამწყვეტი ანგელოზის დანახვისას: აჰა, მე კი შევცოდე და დავაშავე, მაგრამ ამ ცხვრებმა რა გააკეთეს? ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!
- რიცხვთა 31:13გავიდნენ ბანაკიდან მათ შესახვედრად მოსე, ელეაზარ მღვდელი და საზოგადოების მთელი თავკაცობა.
- მეფეთა ბ 21:1სამ წელიწადს ზედიზედ შიმშილობა იყო დავითის დროს. დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა უფალმა: საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამოა, რადგან გაბაონელნი გაწყვიტა.
- მეფეთა ბ 21:3უთხრა დავითმა გაბაონელებს: რა გაგიკეთოთ, რომ გამოვისყიდო ცოდვა, რომ აკურთხოთ უფლის სამკვიდრო.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 4
სრულად წაიკითხე: ლევიანი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში