
ლევიანი 4:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მერე მიხვდება თავის ჩადენილ ცოდვას, - დედალი, საღი თხა შესწიროს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად.
ლევიანი 4:28 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 4:28 კონტექსტში
4:26მთელი მისი ქონი სამსხვერპლოზე დაწვას, როგორც სამადლობელი მსხვერპლის ქონს წვავს. გამოითხოვს ცოდვის შენდობას მისთვის მღვდელი და მიეტევება მას.
4:27თუ ვინმე უბრალო ხალხიდან უნებურად შესცოდავს, უფლისგან აკრძალულს რასმე ჩაიდენს და დააშავებს,
4:28და მერე მიხვდება თავის ჩადენილ ცოდვას, - დედალი, საღი თხა შესწიროს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად.
4:29დაადოს თავზე ხელი ცოდვის გამოსასყიდს და დაკლას ცოდვის გამოსასყიდი აღსავლენის ადგილას.
4:30აიღოს მღვდელმა თითით სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხეერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 4:28
- ლევიანი 4:23მერე მიხვდება თავის ცოდვას, რაც ჩაიდინა, - მამალი, საღი თხა მიიყვანოს შესაწირავად.
- ლევიანი 4:32თუ ცხვარს შესწირავს ცოდვის გამოსასყიდად, დედალი, საღი შესწიროს.
- ლევიანი 4:3თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა და ხალხიც დანაშაულში გარია, შესწიროს უფალს ცოდვის გამოსასყიდელ მსხვერპლად საღი ხბო.
- გალატელთა მიმართ 4:4მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს.
- გალატელთა მიმართ 4:5რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა.
- ლევიანი 4:14მერე ჩადენილი ცოდვა გამომჟღავნდება, მაშინ კრებულმა ცოდვის გამოსასყიდად ხბო უნდა შესწიროს, სადღესასწაულო კარვის წინაშე უნდა მოიყვანოს იგი.
- ესაია 7:14ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს.
- ლევიანი 5:6და მიუყვანოს უფალს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდი - დედალი ცხვარი ან თხა, და მღვდელი ცოდვის შენდობას გამოითხოვს მისთვის.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 4
სრულად წაიკითხე: ლევიანი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში