
ლევიანი 7:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლეშის ქონი და ნამხეცავის ქონი შეიძლება გამოიყენოთ ყველა საქმეში, ჭამით კი არ ჭამოთ.
ლევიანი 7:24 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 7:24 კონტექსტში
7:22ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
7:23უთხარი ისრაელიანებს: არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის, და არც თხის ქონი.
7:24ლეშის ქონი და ნამხეცავის ქონი შეიძლება გამოიყენოთ ყველა საქმეში, ჭამით კი არ ჭამოთ.
7:25რადგან ვინც შეჭამს პირუტყვის ქონს, რომელიც შეწირულია საცეცხლოდ უფლისადმი, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
7:26არსად არ ჭამოთ თქვენს საცხოვრებლებში არავითარი სისხლი, არც ფრინველისა და არც პირუტყვისა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 7:24
- გამოსვლა 22:31წმიდა ერი უნდა იყოთ ჩემთვის; ველზე დაგდებული ნამხეცავი არ ჭამოთ, ძაღლებს გადაუგდეთ.
- ლევიანი 17:15ყველა, ვინც ლეშს ან ნამხეცავს შეჭამს, მკვიდრი თუ მდგმური, ტანისამოსი წყლით უნდა გაირეცხოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე, მერე გაწმიდავდება.
- ლევიანი 22:8ლეში და ნამხეცავი არ უნდა ჭამოს, რომ არ გაუწმიდურდეს. მე ვარ უფალი.
- ეზექიელი 44:31არ უნდა ჭამონ მღვდლებმა არც მკვდარი და არც ნამხეცავი ფრინველი თუ პირუტყვი.
- ეზექიელი 4:14ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! აი, არ არის ჩემი სული გაუწმიდურებული, მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია სიყმაწვილიდან დღემდე და უსურმაგის ხორცი არ ჩამსვლია პირში.
- მეორე სთვლისაება 14:21არა ჭამოთ არავითარი ლეში. შენს სახლში მცხოვრებ მდგმურს მიეცი იგი, მან შეჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდე, რადგან უფლის, თქვენი ღმერთის წმიდა ერი ხართ თქვენ. ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 7
სრულად წაიკითხე: ლევიანი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში