
ლევიანი 7:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხარი ისრაელიანებს: უფლისადმი სამადლობელი მსხვერპლის შემწირველმა მიუტანოს თავისი შესაწირავი უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან.
ლევიანი 7:29 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 7:29 კონტექსტში
7:27ყველა, ვინც კი შეჭამს რაიმე სისხლს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
7:28ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
7:29უთხარი ისრაელიანებს: უფლისადმი სამადლობელი მსხვერპლის შემწირველმა მიუტანოს თავისი შესაწირავი უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან.
7:30საკუთარი ხელით მიუტანოს უფალს საცეცხლო მსხვერპლი: ქონი მკერდთან ერთად მიუტანოს, რომ შეარხიოს მკერდი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე.
7:31დაწვას მღვდელმა ქონი სამსხვერპლოზე, მკერდი კი აარონისა და მისი შვილებისაა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 7:29
- ლევიანი 3:1თუ მსხვერპლი სამადლობელი შესაწირავია, ხარს შესწირავს თუ ფურს, საღი შესწიროს უფლის წინაშე.
- ლევიანი 3:17ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ; არავითარი ქონი და სისხლი არ შეჭამოთ.
- კოლასელთა მიმართ 1:20რათა მისი მეშვეობით, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც.
- იოანეს ეპისტოლე ა 1:7ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 7
სრულად წაიკითხე: ლევიანი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში