
ლევიანი 8:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღო ხმიადის კალათიდან, რომელიც უფლის წინაშე იყო, ერთი უსაფუარო ნამცხვარი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი და ქონებზე და მარჯვენა ბეჭზე დააწყო ისინი.
ლევიანი 8:26 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 8:26 კონტექსტში
8:24მოიყვანა აარონიანები და სცხო მათაც სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის ცერზე. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ მოსემ.
8:25აიღო ქონი, დუმა, შიგნეულის მთელი ქონი, ღვიძლის ბადექონი. ორივე თირკმელი და მათი და მარჯვენა ბეჭი,
8:26აიღო ხმიადის კალათიდან, რომელიც უფლის წინაშე იყო, ერთი უსაფუარო ნამცხვარი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი და ქონებზე და მარჯვენა ბეჭზე დააწყო ისინი.
8:27ხელზე დაუწყო აარონს და მის შვილებს და შეარხია ისინი უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად.
8:28აიღო ისინი მოსემ მათი ხელიდან და დაწვა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად. ეს არის მღვდლად კურთხევის შესაწირავი კეთილსურნელებად. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
პარალელური ადგილები: ლევიანი 8:26
- გამოსვლა 29:23ერთი პურის კოკორი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი ხმიადებიანი კალათიდან, უფლის წინაშე რომ დგას.
- იოანე 1:14სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.
- მოციქულთა საქმენი 5:12ხოლო მოციქულთა ხელით მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის ბჭესთან.
- ტიმოთეს მიმართ ა 2:5რადგანაც ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო,
განაგრძე კითხვა: ლევიანი 8
სრულად წაიკითხე: ლევიანი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში