
ლევიანი 8:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც დღეს შესრულდა, ასე ჰქონდა ნაბრძანები უფალს, რომ გაგვეკეთებინა თქვენს განსაწმედად.
ლევიანი 8:34 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 8:34 კონტექსტში
8:32მორჩენილი ხორცი და პური ცეცხლში დაწვით.
8:33არ მოსცილდეთ სადღესასწაულო კარვის შესასვლელს შვიდი დღის განმავლობაში, სანამ თქვენი მღვდლადკურთხევის დღეები არ მოთავდება; რადგან შვიდ დღეს უნდა გრძელდებოდეს თქვენი მღვდლად კურთხევა.
8:34როგორც დღეს შესრულდა, ასე ჰქონდა ნაბრძანები უფალს, რომ გაგვეკეთებინა თქვენს განსაწმედად.
8:35სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან იყავთ დღისით და ღამით, შვიდ დღეს, და შეასრულეთ უფლის სამსახური, რომ არ დაიხოცოთ, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები.
8:36ყველაფერი ისე გააკეთეს აარონმა და მისმა შვილებმა, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით.
პარალელური ადგილები: ლევიანი 8:34
- ებრაელთა მიმართ 7:27რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი.
- ებრაელთა მიმართ 10:11რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენგზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას.
- ებრაელთა მიმართ 10:12მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ.
- ებრაელთა მიმართ 7:16რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 8
სრულად წაიკითხე: ლევიანი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში