
ლუკას სახარება 1:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე,
ლუკას სახარება 1:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი პირველი კვირის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 1:3 კონტექსტში
1:1რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა,
1:2როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი,
1:3მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე,
1:4რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია.
1:5იუდეის მეფის - ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:3
- მოციქულთა საქმენი 1:1პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა.
- მოციქულთა საქმენი 26:25ხოლო მან თქვა: კი არა ვშმაგობ, მძლეთამძლეო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვამბობ.
- მოციქულთა საქმენი 11:4მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო, ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ:
- მოციქულთა საქმენი 24:3შენი წყალობით გვაქვს სრული მშვიდობა და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას, რასაც დიდი მადლიერებით ვაღიარებთ ყველგან და ყოველთვის, მძლეთამძლეო ფელიქს.
- მოციქულთა საქმენი 23:26„კლავდიუს ლისია მძლეთამძლე მმართველს ფელიქსს, გიხაროდეს:
- მოციქულთა საქმენი 15:19ამიტომ მე ამგვარად განვსჯი: ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას.
- კორინთელთა მიმართ ა 7:40მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული.
- კორინთელთა მიმართ ა 16:12ძმა აპოლოსს კი ბევრი ვეხვეწე, რომ ძმებთან ერთად გწვეოდათ, მაგრამ ამჟამად არასდიდებით არ ინება, არამედ მოვა, როცა მოიცლის.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში