
ლუკას სახარება 11:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს.
ლუკას სახარება 11:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 19 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 11:21 კონტექსტში
11:19მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი.
11:20ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს.
11:21როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს.
11:22მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს.
11:23ვინც ჩემთან არაა, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 11:21
- მარკოზის სახარება 3:27ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი.
- მათეს სახარება 12:29ან როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს? მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 11
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში