
ლუკას სახარება 11:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და მე კი არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე, -
ლუკას სახარება 11:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-19 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 11:6 კონტექსტში
11:4და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას. და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდუნებელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან.
11:5და უთხრა მათ: ერთ-ერთ თქვენგანს რომ ჰყავდეს მეგობარი და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,
11:6ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და მე კი არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე, -
11:7ხოლო მან შიგნიდან მიუგოს: ნუ მაწუხებ, ვინაიდან კარი უკვე დაკეტილია და ბავშვები ჩემთან ერთად წვანან საწოლში, არ შემიძლია ავდგე და მოგცე.
11:8გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც სჭირდება.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 11
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში