
ლუკას სახარება 12:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა;
ლუკას სახარება 12:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 21 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-22 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 12:16 კონტექსტში
12:14ხოლო იესომ მიუგო მას: ვინ დამაყენა მე, კაცო, თქვენს მსაჯულად, ანდა გამყრელად?
12:15და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას, ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი.
12:16და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა;
12:17საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი?
12:18და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 12:16
- შესაქმე 26:12დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასწილად მოიმკო მოსავალი იმ წელიწადს. და აკურთხა იგი უფალმა.
- შესაქმე 26:14ჰყავდა ცხვრის ფარა, ნახირი და ჰქონდა უამრავი სახნავ-სათესი, და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
- ოსეა 2:8მაშინ კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს, რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაალს ახარჯავდა.
- შესაქმე 41:47წარმოქმნა მიწამ ხვავრიელად შვიდ მოსავლიან წელიწადს ხორბალი.
- შესაქმე 41:49დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, ბევრზე ბევრი, ისე რომ შეწყვიტა თვლა, რადგან აღარ იყო სათვალავი.
- ფსალმუნები 73:3რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.
- ფსალმუნები 73:12აჰა, ეს ბოროტნი, უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ დოვლათს.
- იობი 12:6სიმშვიდე სუფევს მძარცველთა კარვებში და უშიშრად არიან ღვთის მგმობელნი, ვინც ღმერთი მოიყვრა თავისი ხელით;
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 12
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში