გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 12:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 12:23

ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული - ვიდრე სამოსელი.

ლუკას სახარება 12:23 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 8 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-21 კვირის ორშაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 12:23 კონტექსტში

12:21ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის.

12:22და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით შევიმოსოთო;

12:23ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული - ვიდრე სამოსელი.

12:24შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?

12:25ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე?

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 12:23

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 12

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში