
ლუკას სახარება 12:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ.
ლუკას სახარება 12:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-21 კვირის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 12:29 კონტექსტში
12:27შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თითოეული მათგანი.
12:28ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
12:29მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ.
12:30ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, და მამამ თქვენმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 12:29
- მათეს სახარება 6:31ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო?
- ლუკას სახარება 12:22და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით შევიმოსოთო;
- ლუკას სახარება 22:35და უთხრა მათ: როცა მე წარგგზავნეთ უფუთოდ, უაბგოდ და უხამლოდ, თუ გაკლდათ რამე? და მათ მიუგეს: არაფერი.
- ლუკას სახარება 10:7იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში.
- ლუკას სახარება 10:8თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 12
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში