
ლუკას სახარება 13:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.
ლუკას სახარება 13:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-26 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 13:12 კონტექსტში
13:10შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.
13:11იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩხულს რომ არ შეეძლო წელში გამართვა.
13:12იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.
13:13როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს.
13:14მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 13:12
- ფსალმუნები 107:20მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან.
- მათეს სახარება 8:16ხოლო შებინდებისას მიჰგვარეს მას მრავალი ეშმაკეული, და განდევნა სულები სიტყვით, და განკურნა ყველა სნეული.
- ლუკას სახარება 13:16ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს?
- იოელი 3:10სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისაგან - შუბები! უძლურმა თქვას: ძლიერი ვარო!
- ლუკას სახარება 6:8მაგრამ მან იცოდა მათი ზრახვანი და უთხრა ხელგამხმარ კაცს: ადექი და შუაში გამოდი; ისიც ადგა და გამოვიდა.
- ლუკას სახარება 6:10გადახედა ყველა მათგანს, და უთხრა კაცს: აბა გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და გაუმრთელა, როგორც მეორე.
- ესაია 65:1მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; აღმოვუჩნდი მათ, ვისაც არ ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი, ხალხს, რომელსაც არ უხსენებია ჩემი სახელი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 13
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში