გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 13:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 13:28

და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხილავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს - გარეთ გამოყრილთ.

ლუკას სახარება 13:28 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 12 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის შაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 13:28 კონტექსტში

13:26მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენ წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი.

13:27მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი.

13:28და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხილავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს - გარეთ გამოყრილთ.

13:29მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში.

13:30და, აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც იქნებიან პირველნი, და არიან პირველნი, რომელნიც იქნებიან უკანასკნელნი.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 13:28

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 13

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში