
ლუკას სახარება 15:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა, შემოდიო.
ლუკას სახარება 15:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 თებერვალი, 2027, უძღები შვილის კვირა (სახარება).
ლუკას სახარება 15:28 კონტექსტში
15:26მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია?
15:27მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო.
15:28ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა, შემოდიო.
15:29მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ან ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა.
15:30სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი ავლა-დიდება მეძავებს რომ გადააგო, კვებულა ხბო დაუკალი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 15:28
- მეფეთა ა 18:8მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები; თქვა: დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. მეფობაღა აკლია.
- იონა 4:9უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო? მიუგო: მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე.
- შესაქმე 4:5ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.
- შესაქმე 4:7თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.
- იონა 4:1ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა.
- იონა 4:4უთხრა უფალმა: მაგრად გამწარდი?
- ესაია 65:5ამბობენ: განვედ, არ მომეკარო, რადგან შენზე წმიდა ვარო! ეს კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლი, რომელიც მთელი დღე გიზგიზებს.
- ლუკას სახარება 15:2ფარისევლები და მწიგნობრები კი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ჭამსო.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 15
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში