გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 15:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 15:4

ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნად, ვიდრე არ იპოვის მას?

ლუკას სახარება 15:4 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 17 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 22 კვირის ოთხშაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 15:4 კონტექსტში

15:2ფარისევლები და მწიგნობრები კი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ჭამსო.

15:3და უთხრა მათ ეს იგავი:

15:4ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნად, ვიდრე არ იპოვის მას?

15:5და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე;

15:6შინ მოსული დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის მათ: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 15:4

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 15

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში