
ლუკას სახარება 16:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა მეორეს ჰკითხა: შენ რამდენიღა გმართებს? და მან მიუგო: ასი კოდი პური. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი.
ლუკას სახარება 16:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 22 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 16:7 კონტექსტში
16:5მოიხმო სათითაოდ თავისი ბატონის მოვალენი და ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?
16:6მან მიუგო: ასი კასრი ზეთი. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი, დადექი სასწრაფოდ და დაწერე ორმოცდაათი.
16:7ახლა მეორეს ჰკითხა: შენ რამდენიღა გმართებს? და მან მიუგო: ასი კოდი პური. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი.
16:8შეაქო ბატონმა ორგული მოურავი: ფხიანად მოიქეციო; ვინაიდან ამ სოფლის ძენი თავიანთ მსგავსთა შორის უფრო ფხიანნი არიან, ვიდრე ნათლის ძენი.
16:9ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 16:7
- ლუკას სახარება 20:9და უთხრა ხალხს ეს იგავი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი და მისცა იგი მევენახეებს, თვითონ კი დიდი ხნით გაემგზავრა.
- ლუკას სახარება 20:12და კვლავ გაგზავნა მესამეც; მათ კი დაჭრეს და გააგდეს იგი.
- ქებათა ქება 8:11ჰქონდა ბაალ-ჰამონში ვენახი ხოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი მოჰქონდა ვერცხლი ყურძნის სანაცვლოდ.
- ქებათა ქება 8:12ჩემი ვენახი კი ჩემ წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, ორასი - ნაყოფთა მცველების.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 16
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში