
ლუკას სახარება 17:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომიდან, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მუსრი გაავლო ყველას.
ლუკას სახარება 17:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 23 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 17:29 კონტექსტში
17:27ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას.
17:28ისევე, როგორც ლოტის დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდიდნენ, რგავდნენ, აგებდნენ;
17:29მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომიდან, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მუსრი გაავლო ყველას.
17:30ასე იქნება იმ დღესაც, როცა გამოჩნდება ძე კაცისა.
17:31იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები - სახლში, ნუ ჩამოვა ძირს მათ წასაღებად; ხოლო ვინც მინდვრად იქნება, ასევე ნუ მიბრუნდება უკან.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 17:29
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:6თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი,
- სოფონია 2:9ამიტომაც, ვფიცავ, ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები - გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს უკუნისამდე. ჩემი ერის ნატამალი გაძარცვავს მათ და ჩემი ხალხის დანაშთენი დაიმკვიდრებს მათ.
- იუდას ეპისტოლე 1:7ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.
- გამოცხადება 11:8მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც.
- ესაია 13:19ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას.
- იერემია 50:40როგორც დააქცია ღმერთმა სოდომ-გომორი და მათი დაბები, ამბობს უფალი, ასევე ერთი კაციც არ დასახლდება იქ და კაციშვილი არ იცხოვრებს მასში.
- მათეს სახარება 11:23და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე.
- მათეს სახარება 11:24ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 17
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში