
ლუკას სახარება 17:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრეს: სად, უფალო? ხოლო იესომ მიუგო მათ: სადაც იქნება ლეში, იქვე შეიყრებიან სვავებიც.
ლუკას სახარება 17:37 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 23 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 17:37 კონტექსტში
17:35ორნი იქნებიან წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.
17:36ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.
17:37და უთხრეს: სად, უფალო? ხოლო იესომ მიუგო მათ: სადაც იქნება ლეში, იქვე შეიყრებიან სვავებიც.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 17:37
- მათეს სახარება 24:28რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც.
- იობი 39:29იქიდან ეძებს საკვებს, შორიდანვე ჭვრეტს მისი თვალი;
- იობი 39:30მისი მართვენი სისხლს ხვრეპენ და სადაც ლეშია, იქ გაჩნდება.
- გამოცხადება 19:17და ვიხილე გზაზე მდგარი ერთი ანგელოზი, ხმამაღლა რომ შესძახა და უთხრა შუა ცაში მფრინავ ყველა ფრინველს: მოდით და ღვთის დიდ სერობაზე შემოკრბით,
- გამოცხადება 19:18რათა ჭამოთ მეფეთა, ათასისთავთა და ძლიერთა ხორცი, ცხენთა თუ მხედართა, მონათა თუ თავისუფალთა, დიდთა თუ მცირეთა ხორცი.
- ზაქარია 13:8მთელ ქვეყანაზე, ამბობს უფალი, ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება.
- ზაქარია 13:9გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება; მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ერი. იტყვიან ისინი: უფალია ჩემი ღმერთი.
- ამოსი 9:1ვიხილე უფალი, სამსხვერპლოსთან მდგარი, და მითხრა: დაჰკარი ბუღაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ საბოლოოს მე მოვსვრავ მახვილით, გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 17
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში