
ლუკას სახარება 19:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო ისინი უსმენდნენ, და ერთი იგავიც მოაყოლა ამას, ვინაიდან იერუსალიმთან ახლოს იყო, და ეგონათ, ახლავე მოაწევს ღმრთის სასუფეველიო;
ლუკას სახარება 19:11 · საქართველოს საპატრიარქო
ლუკას სახარება 19:11 კონტექსტში
19:9უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა.
19:10რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა.
19:11ხოლო ისინი უსმენდნენ, და ერთი იგავიც მოაყოლა ამას, ვინაიდან იერუსალიმთან ახლოს იყო, და ეგონათ, ახლავე მოაწევს ღმრთის სასუფეველიო;
19:12ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო.
19:13დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 19:11
- ლუკას სახარება 17:20ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ;
- მოციქულთა საქმენი 1:6შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:1გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო,
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:3ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე,
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 19
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში