
ლუკას სახარება 19:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მნა აქვს.
ლუკას სახარება 19:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 26 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 19:25 კონტექსტში
19:23მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ?
19:24და უთხრა მის წინაშე მდგომთ: წაართვით მნა და მიეცით ათი მნის მქონეს.
19:25მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მნა აქვს.
19:26გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
19:27ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემ წინაშე დახოცეთ.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 19:25
- ლუკას სახარება 16:2მოიხმო იგი და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამოურაოს ანგარიში, რადგანაც ამიერიდან აღარ გიწერია მოურაობა.
- ესაია 55:8რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი.
- ესაია 55:9რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე.
- მეფეთა ბ 7:19ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, უფალო ღმერთო ჩემო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს. ადამის ძეთა წესია ეს, უფალო ღმერთო ჩემო.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 19
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში