
ლუკას სახარება 19:46 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი ლოცვის სახლია, თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.
ლუკას სახარება 19:46 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 27 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 19:46 კონტექსტში
19:44მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი.
19:45შევიდა ტაძარში და დაიწყო მყიდველ-გამყიდველთა გამოყრა.
19:46და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი ლოცვის სახლია, თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.
19:47იყო იქ და ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში; ხოლო მღვდელმთავრებს, მწიგნობრებს და ერისმთავრებს მისი დაღუპვა სურდათ;
19:48მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ, ვინაიდან მთელი ხალხი მონუსხულივით უსმენდა მას.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 19:46
- ესაია 56:7მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა.
- იერემია 7:11ავაზაკების ბუნაგი ხომ არ გგონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ, რომ ასეა, ამბობს უფალი.
- მათეს სახარება 23:13ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.
- ეზექიელი 43:12ეს არის ტაძრის რჯული: მთელი მიდამო მთის წვერზე წმიდათა წმიდაა ირგვლივ. აჰა, ეს არის ტაძრის რჯული.
- ფსალმუნები 93:5მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად. შენს სახლს შეშვენის სიწმიდე, უფალო, სამარადჟამოდ.
- ოსეა 12:7ქანაანელია, მატყუარა სასწორი რომ უჭირავს ხელში, და ჩაგვრა უყვარს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 19
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში