
ლუკას სახარება 2:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად.
ლუკას სახარება 2:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30 კვირის ხუთშაბათი (მესამე ჟამი, სახარება).
ლუკას სახარება 2:3 კონტექსტში
2:1ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელ ქვეყანაში.
2:2ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას.
2:3და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად.
2:4წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო,
2:5რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 2
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში